გაკვეთილის
გეგმა
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: მე-11 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 24 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: ვექტორის კოორდინატები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ
ვექტორის სიგრძისა და მიმართულების გეომეტრიულ ინტერპრეტაციას, გამოიყენებენ ვექტორს
სიბრტყეზე ზომების დასადგენად.
გაკვეთილი
დაეხმარება მოსწავლეებს განუვითარდეთ ისეთი გამჭოლი კომპეტენცია, როგორიცაა ციფრული წიგნიერება . ისინი გაიხსენებენ არსებულ ცოდნას, იმუშავებენ მცირე ჯგუფებში,
ციფრული სახით მოცემულ დიდი მოცულობის ამოცანას დაახარისხებენ, ამოიცნობენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს,
ორგანიზებას გაუკეთებენ მათ და დავალებას გამოსახავენ კომპიუტერის ეკრანზე .
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
გაკვეთილის დასაწყისში გავაცნობ კლასს გაკვეთილის თემას, მიზნებს, აქტივობებსა და შეფასების ფორმებს;
|
მთელი კლასი
|
გაკვეთილის
მიზნები და შეფასების ფორმები
|
3 წთ
|
|
2
|
ინტერაქტიური პრეზენტაციის „ვექტორის“ საშუალებით მოვახდენ
პოზიტიური განწყობის შექმნა, ყურადღების კონცენტრირება.
მოსწავლეები გაიხსენებენ რა არის
ვექტორი, ნულოვანი ვექტორი, ტოლი ვექტორები, ვექტორის კოორდინატები და
ვექტორის სიგრძე (მოდული).
|
პრეზენტაცია;
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
5 წთ
|
|
3
|
მოსწავლეებს მივცემ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა დაამუშაონ და გაიაზრონ
ამოცანის ტექსტი, როგორ გამოიყენონ ციფრული
ტექნოლოგიები ამოცანის ამოხსნის წარმოსადგენად. მოსწავლეები იმუშავებენ მცირე ჯგუფებში,
წინასწარ აგებულ საკოორდინატო ბადეში მატერიალური
წერტილის გადაადგილებას გამოსახავენ ვექტორის საშუალებით, იპოვიან წერტილის კოორდინატებს
ყოველი გადაადგილებისას, იპოვიან ვექტორის კოორდინატებს და სიგრძეს.
|
ამოცანაზე მუშობა კომპიუტერებთან
|
წყვილები
|
კომპიუტერები და ამოცანა საკლასო მუშობისთვის
|
20 წთ
|
4
|
რამდენიმე
ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს, ხოლო სხვები შეაფასებს მათ კომენტარებით.
შემდეგ
ეკრანზე ვაჩვენებ სწორ პასუხს. მოსწავლეები შეადარებენ თავიანთ ნამუშევარს და საჭიროების
შემთხვევაში შეასწორებენ შეცდომას.
(სარეზერვო შეკითხვა კლასისთვის:
1) იპოვეთ ოპტიმალური მარშრუტის სიგრძე და დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი,
2) როგორ ფიქრობთ,რა შეიცვლებოდა , თუ მოძრაობა დაიწყებოდა არა კოორდინატთა
სათავიდან, არამედ სხვა წერტილიდან).
|
ჯგუფების პრეზენტაცია
|
წყვილები
|
კომპიუტერი
|
10 წთ
|
5
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკით
შევაფასებ რამდენიმე მოსწავლეს, რომლებსაც ვაკვირდებოდი გაკვეთილის
მსვლელობისას.
პრეზენტატორ ჯგუფებს
კი შევაფასებ განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკის მიხედვით.
მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს შეავსებენ გასასვლელ
ბარათებს ელექტრონულად GOOGLE FORMS გამოყენებით.
|
შეფასება
|
მთელი კლასი
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკა;
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
|
6 წთ
|
6
|
მოსწავლეებს მივცემ
დავალებად ამოცანას, რომელსაც ნახავენ ბლოგზე.
|
საშინაო დავალება
|
მთელი კლასი
|
ამოცანა საშინაო
დავალებისთვის
|
1 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
მათ.XI.8. მოსწავლეს შეუძლია ვექტორებზე ოპერაციების შესრულება და მათი გამოყენება
გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- ახდენს ვექტორის
სიგრძისა და მიმართულების, ვექტორებზე მოქმედებების (შეკრება, სკალარზე გამრავლება,
სკალარული ნამრავლი) და მათი თვისებების გეომეტრიულ და ფიზიკურ ინტერპრეტაციას;
- იყენებს ვექტორებს
გეომეტრიული დებულებების დასამტკიცებლად და ზომების დასადგენად სიბრტყეზე;
შეფასება: განმავითარებელი და
განმსაზღვრელი
მოსწავლეთა განმსაზღვრელ შეფასებას
განვახორციელებ განმსაზღვრელი შეფასების
რუბრიკის მიხედვით, ხოლო
განმავითარებელს შეფასებას განვახორციელებ საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობის რუბრიკის საშუალებით.
ჯგუფები ერთმანეთს შეაფასებენ
განმავითარებელი კომენტარებით.
მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს
შეავსებენ ელ. გასასვლელ ბარათებს.
Comments
Post a Comment